55 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

❝თოფურიას დავამარცხებდი, გეიჯის ქამარს წავართმევდი და შემდეგ მახაჩევს ვცემდი..❞ - მოიკანო

UFC-ს მებრძოლმა, რენატო მოიკანომ მედიასთან თამამი განცხადება გააკეთა, სადაც ასევე ილია თოფურიაც ახსენა.

"შეიძლება ორი სხვადასხვა თოფურია ვიხილოთ: ერთი, რომელიც საბოლოოდ გატყდება, ან მეორე, რომელიც მომდევნო მეტოქეს ყველაფრისთვის აზღვევინებს. იმიტომ, რომ მაგრად ცემეს და დიდი ზიანი მიიღო. 

"მის დაბრუნებას დრო დასჭირდება, ალბათ მხოლოდ მომავალ წელს. 

"ვეძებ ისეთ ბრძოლებს, რომლებიც საზოგადოებას ჩემს თავს უკეთ გააცნობს. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, მომავალი მეტოქე თოფურია იქნებოდა. თოფურიას დავამარცხებდი და შემდეგ ჯასტინ გეიჯის ქამარს წავართმევდი. მერე წონით კატეგორიას შევიცვლიდი და ისლამს ვცემდი. არჩევანი რომ მქონდეს, ასე ვიზამდი", - თქვა მოიკანომ.