UFC-ს რუსმა მებრძოლმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ, ჩვენი პირველი ბრძოლის შემდეგ, როდესაც მერაბმა გარკვეული მიზეზების გამო გაიმარჯვა, მან საკუთარი თავის ძალიან ირწმუნა და ხმაურობდა.
"მეც მესმოდა, რატომ მოხდა ეს. მეორე ბრძოლამ ჩვენი ისტორია გაანულა.
"დარწმუნებული ვარ, მესამე ბრძოლა კიდევ უფრო საპასუხისმგებლო, სერიოზული და საინტერესო იქნება, რადგან აღარ არსებობს ერთმანეთის სათანადოდ ვერ შეფასების ფაქტორი. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს", - თქვა იანმა.