4 საათის და 44 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ამ სისულელეებს აღარ გააკეთებს" - ცარუკიანის კომენტარი თოფურიაზე

UFC-ს მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"მატჩმეიკერი რომ ვიყო, ჩემი და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას გავმართავდი, თოფურიას კი პიმბლეტის წინააღმდეგ ვაჩხუბებდი. ეს ყველაზე ლოგიკური ორთაბრძოლაა, თუმცა არ მგონია, UFC-იმ ეს გააკეთოს. მათ არ უნდათ, პიმბლეტმა წააგოს და არ უნდათ, ილია კიდევ ერთხელ დამარცხდეს. ასე რომ, თოფურიას ვინმე მარტივ მეტოქეს შეურჩევენ. 

"ვის წინააღმდეგ დავიცავდი ტიტულს? ილიას წინააღმდეგ. თოფურია ან ძალიან კარგი მებრძოლი დაბრუნდება, ან გეიჯისთან წაგებას ვერ გადაიტანს. ჩემი აზრით, ის უფრო მოტივირებული იქნება, მოსამზადებელ კემპზე კონცენტრაციას მოახდენს — არავითარი სისულელეები და ბრძოლის წინ გამარჯვების აღნიშვნები და მთლიანად ჩხუბსა და ვარჯიშზე იქნება ორიენტირებული. ილია ბრწყინვალე მებრძოლია", - თქვა ცარუკიანმა.