5 საათის და 52 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სონგ იადონგის აღიარება უსმან ნურმაგომედოვთან დაკავშირებით - რა მოხდა რეალურად

სონგ იადონგი უსმან ნურმაგომედოვის გალიაზე გადახტომის ეპიზოდზე საუბრობს.

მას სჯერა, რომ უსმანს მისთვის ბოროტგანზრახვით არ დაუსხია თავს:

„შენელებული კადრების ყურებისას ისე ჩანდა, თითქოს ის შემობრუნდა იდაყვის ან რაღაც მსგავსის დასარტყმელად, მაგრამ სინამდვილეში მესმის მისი, ხომ იცით, ისინი ძმები არიან.

ინტერნეტში წერდნენ, თითქოს მას ჩემი ბოროტი განზრახვით ცემა სურდა, სინამდვილეში კი უბრალოდ იფიქრა, რომ მე მივდიოდი მის დასასხმელად.

ის ხომ ძმის მდგომარეობის შესამოწმებლად მივიდა და უეცრად ვინმე რომ მიგირბის, ბუნებრივია, ზუსტად ასეთი რეაქცია გექნება.“