უსმან ნურმაგომედოვი UFC Shanghai-ზე თავისი ძმის, უმარის ნოკაუტით მარცხისა და ბრძოლის შემდგომი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენ მხოლოდ ის შეგვემთხვევა, რაც ჩვენთვის არის დაწერილი. ალჰამდულილაჰ ნებისმიერ ვითარებაში.
ხალხი ამისგან რაღაც დიდ ტრაგედიას ქმნის, აჯობებს, დამშვიდდნენ.
არსებობს გაცილებით უარესი რაღაცებიც, ამაზე ბევრი ფიქრი არ არის საჭირო, უბრალოდ შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში.
რაც შეეხება იმას, თითქოს მის მეტოქეზე დარტყმა მინდოდა... რომ მნდომოდა, დავარტყამდი კიდეც.
ბოროტო, წვრილმანო და შურიანო ადამიანებო, თქვენი პრობლემა ის არის, რომ არასდროს გამოგიცდიათ და არც არასდროს გექნებათ ოჯახის სიყვარული და ურთიერთგაგება.
თუ არ იცით, რას ნიშნავს ძმა ძმისთვის, მაშინ ჩემი კი არა, საკუთარი თავის უნდა გებრალებოდეთ.“