6 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ნურმაგომედოვების განცხადება უმარის უმძიმესი მარცხის შემდეგ

ნურმაგომედოვის გუნდი უმარის სონგ იადონგთან ნოკაუტით დამარცხების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს:

„დღეს შედეგს ვეღარ შევცვლით, მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა. ყველაფერი ყოვლისშემძლის ნებით მოხდა და ამაშიც არის თავისი სიბრძნე.

ალჰამდულილახ (მადლობა უფალს) ნებისმიერ სიტუაციაში: ვიღებთ იმას, რაც განგებამ გვარგუნა, გამოგვაქვს დასკვნები და ვაგრძელებთ მუშაობას.

თავი მაღლა ასწიე, ძმაო “

Facebook კომენტარები