4 საათის და 11 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ასეთი მძიმე ტრავმა მიიღო ილიამ გეიჯისთან, მან კი…" - მერაბ დვალიშვილი

UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.

"გეიჯისთან ჩხუბის შემდეგ ილიას მიმართ უპატივცემულობა ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა. ყველამ ვიცით, რომ მან ნამდვილი ომი გამოიარა. 

"პირველი რაუნდის შემდეგ თვალბუდის გატეხილი ძვლით ჩხუბობდა. ვინმემ ეს ძვალი რომ გაიტეხოს, საკუთარ სახელსაც ვერ დაწერს, ილია კი ჩხუბობდა.

"მან ოთხრაუნდიანი ომი გაიარა და მეორე მოტეხილობაც მიიღო. 

"ჩემი განცხადებები იმ ხალხისთვის იყო, რომლებიც მომენტს პოულობენ და ილიას, ჩემი სხვა ძმის ან ნებისმიერი მეომრის მიმართ უპატივცემულობას იჩენენ", - თქვა მერაბ დვალიშვილმა.

Facebook კომენტარები