4 საათის და 22 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“როცა ეს ასეა ხოლმე, მე შეუჩერებელი ვარ..” - ჰენრი სეჰუდო

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ RAF-ის ეგიდით მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეჰუდოს ჯახი შედგა, სადაც ქართველი მებრძოლი დამარცხდა.

ამ დაპირისპირების შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ერთხელ თავისუფალ ჭიდაობაში ამერიკელმა მწვრთნელმა ისრაელ მარტინესმა განაცხადა, რომ როდესაც ფორმაში ვარ, ჩემი შეჩერება არავის შეუძლია. ეს სიტყვები ბოლომდე დავიჯერე და გულთან ახლოს მივიტანე. 

"საქართველოში განცდილი მარცხის შემდეგ, ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ამსტერდამში წავედი და ბოლო თვენახევარი ამ ბრძოლისთვის მომზადებას მივუძღვენი. ვიყავი დისციპლინირებული და თავდადებული, რამაც შედეგი უმალ გამოიღო", - თქვა სეჰუდომ.

Facebook კომენტარები