2 საათის და 19 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

მინდა, დვალიშვილმა ანთნ გონება სრულად დაკარგოს, მით უმეტეს, რომ... - დაღესტანელი მწვრთნელი

MMA-ს დაღესტანელმა მწვრთნელმა მაგომედ მაგომედოვმა პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იანი მერაბს მძიმედ დაანოკაუტებს

სრულიად დაღესტნის სახელით გამოვთქვამ სურვილს, რომ პიოტრ იანმა მერაბი იმდენად მძიმედ დაანოკაუტოს, რომ მან სპორტიდან წასვლა გადაწყვიტოს

მინდა, დვალიშვილმა გონება სრულად დაკარგოს, მით უმეტეს, რომ მას გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია. მისი მიუღებელი საქციელის გამო მსურს, იანმა ისე გათიშოს, რომ მსაჯმაც ვერ შეძლოს დროულად ჩარევა - წაიქცეს, რათა პიოტრმა დარტყმების სერია აღარ შეწყვიტოს

შესაძლოა, ეს ვინმესთვის ზედმეტად სასტიკად ჟღერდეს, მაგრამ თავისი ბინძური და უღირსი ქმედებების გამო, მერაბი სწორედ ასეთ დამოკიდებულებას იმსახურებს - ამბობს დაღესტანელი

იანისა და დვალიშვილის სატიტულო ბრძოლა 24 ოქტომბერს შედგება

Facebook კომენტარები