1 საათის და 23 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"უბრალოდ ვაპირებ, რომ მოვკლა" - დე რიდერის განცხადება რომან დოლიძეზე

რამდენიმე დღეში რომან დოლიძე UFC ქვემძიმე წონით კატეგორიაში რენიე დე რიდერს შეხვდება.

ბრძოლის წინ ნიდერლანდელმა მებრძოლმა ქართველ მეტოქეზე კომენტარი გააკეთა.

"მაგარი ჩხუბი იქნება. რას უნდა ვუფრთხოდე? უბრალოდ ვაპირებ, რომ მოვკლა. ამ სპორტში მუდმივად გვიწევს საკუთარი თავის დამტკიცება. ყოველი მომდევნო ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ვფიქრობ, თუ მას დავამარცხებ და მით უმეტეს, თუ ამას სანახაობრივად გავაკეთებ, შემდეგი ბრძოლა ტოპ 10-ის მებრძოლთან მექნება. 

"ყველაფერი ჩემს ხელშია. თუ გავაკეთებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ შემიძლია, ძალიან მალე მაღალ პოზიციებზე ვიქნები. 

"ჩემი პროგნოზი? დავახრჩობ. ასეთია გეგმა - სტრაიკინგში ჩემი არსენალის ჩვენება ადრეულ ეტაპზევე, ისე რომ ბევრი დარტყმა არ მივიღო, მისი კისრის მოძებნა და საქმის დასრულება", - თქვა დე რიდერმა.

Facebook კომენტარები