1 საათის და 25 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“სჯობს, მან ცოტა ილაპარაკოს და უფრო მეტი ივარჯიშოს..” - ისლამ მახაჩევი

UFC-ის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა იან მაჩადო გარი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ირლანდიელი მებრძოლი ინტერვიუებში ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

"სიმართლე რომ გითხრათ, ამ ინტერვიუებში ძალიან ცუდად გამოიყურება. მისთვის უკეთესი იქნება, მეტი ივარჯიშოს და ნაკლები ინტერვიუ მისცეს.

"როგორც ჩანს, სახლში ვიღაც აკონტროლებს და ეუბნება, ინტერვიუებში რა უნდა თქვას", - განაცხადა მახაჩევმა.

აქვე გეტყვით, რომ მახაჩევისა და იან გარის ბრძოლა 15 აგვისტოსაა ჩანიშნული.

Facebook კომენტარები