7 საათის და 37 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ძალიან ცუდად მოიქცა, ამის გამო მერაბი უნდა დაისაჯოს - პიოტრ იანი განცხადებას ავრცელებს

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.

ის RAF თბილისის ღონისძიებაზე მომხდარ ინცედენტს შეეხო, როცა ქართველმა მანქანამ პროვოკატორ ჩრდილო-კავკასიელს საკადრისი პასუხი გასცა:

"ეს ზუსტად ის ქცევაა, რაც მერაბ დვალიშვილს ახასიათებს. როგორც კი ხედავს, რომ ზურგს 300-მდე ადამიანი უმაგრებს და საკუთარ ქვეყანაშია, მსგავსი ქმედებების უფლებას აძლევს თავს. პირადად მე ამას მიუღებლად მივიჩნევ

სტუმარი სპორტსმენები სრული პატივისცემითა და ღირსებით ჩამოვიდნენ თავიანთი საქმის შესასრულებლად, ის კი ასე უღირსად იქცევა. ვფიქრობ, ამ საქციელისთვის მერაბმა პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს".

Facebook კომენტარები