1 საათის და 14 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ლეგენდარული ჟორჟ სენ-პიერი ილია თოფურიას წაგებას ეხმაურება

MMA-ს ლეგენდარულმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა იუთუბის არხ TheBreakTalk-ში სტუმრობისას ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ბრძოლაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ყველა პროგნოზი ილიას სასარგებლოდ იყო და ფსონის დადება, მაგალითად, ჩემი სახლის ჩამოსვლა რომ გეთხოვათ, ალბათ ილიაზე დავდებდი.

"გეიჯის ბრძოლის დროს რთული სიტუაციებიდან დაბრუნების დიდი ისტორია აქვს. ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს: როცა მას ძლიერად გაარტყამენ და მეტოქე მის „დაფინიშებას'' ცდილობს, ის მაინც ბრუნდება და იგებს ბრძოლას. 

"ის რაღაცნაირად ჰგავს ნიკ დიასს, რომელიც თავის საუკეთესო წლებში ზუსტად იგივეს აკეთებდა, ასე რომ, მას ეს თვისება აქვს. გარდა ამისა, მას დიდი ძალაც აქვს და შეუძლია ბრძოლა ერთი დარტყმით დაასრულოს. ასე რომ, გამიკვირდა, მაგრამ გარკვეულწილად არა, რადგან ვიცოდი – თუ ვინმეს შეეძლო ამის გაკეთება, ეს ის არის", - თქვა სენ-პიერმა.


Facebook კომენტარები