ჯასტინ გეიჯის მწვრთნლმა, ტრევორ ვიტმენმა ილია თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ თქვა:
"მგონია, რომ ილიამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც კორპუსში (სხეულში) დარტყმებზე უარი თქვა.
ჯასტინთან ერთად პარტერში ბევრი იწვალა. თუმცა, იმ კორპუსში დარტყმების შემდეგ, ჯასტინი მართლად მძიმე მდგომარეობაში იყო.
საკმაოდ სერიოზული ზიანი ჰქონდა მიყენებული. ჯასტინი კი გამძლე ბიჭია. სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს, კარგად იცის, როდის სჭირდება სულის მოთქმა. ბრძოლის დროს, მესამე და მეოთხე რაუნდებში, იყო მომენტები, როცა ჩემთვის ვფიქრობდი: 'გეყოფა სულის მოთქმა, იჩხუბე!' მაგრამ, რა თქმა უნდა, თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.“