13 საათის და 21 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ილიას ბრძოლას პირდაპირ ეთერში ვერ ვუყრე და როცა შედეგი ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი" - ცარუკიანი

არმან ცარუკიანის კომენტარი ილია თოფურიასა და ჯასტის გეიჯის ბრძოლის შესახებ:

"თოფურიასა და გეიჯის ბრძოლას პირდაპირ ეთერში ვერ ვუყურე, რადგან თვითმფრინავში ვიყავი. მეგონა, „ბრიტიშ ეარვეისის“ (British Airways) რეისზე ინტერნეტი იქნებოდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესკლასით მივფრინავდი, თვითმფრინავში Wi-Fi არ აღმოჩნდა.

ასე ვიჯექი და ჩემთვის ვბუტბუტებდი: „ჯანდაბა, როგორ მოვახერხე ამ ბრძოლის გამოტოვება?“ ზედიზედ 8 საათის განმავლობაში სულ იმაზე ვფიქრობდი: „რა მოხდა, როგორ დასრულდა?“

როცა დავფრინდით, ჩემი ინტერნეტი მაინც არ მუშაობდა, მაგრამ ჩემს მეგობარს ჰქონდა ჩართული და მითხრა: „ჯასტინმა მოიგო!“ მე ვუთხარი: „რა?!“ მეგონა, მეხუმრებოდა, მეთამაშებოდა ან რაღაც ამდაგვარი. „ხო, ტექნიკური ნოკაუტით მოიგო“, — მითხრა მან. „არ არსებობს, მაჩვენე“, — ვუთხარი მე. როცა ეს ვნახე... მართლა თვალებს არ ვუჯერებდი. და კი, ძალიან გახარებული ვიყავი“.

Facebook კომენტარები