ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ილია თოფურიას წაგების შესახებ ჰკითხეს:
"ანუ, მე ყველას დავამარცხებ, და თუ რამის სწავლა მომიწევს, ვისწავლი და სულ ეს არის
ადამიანი შეიძლება დაეცეს. მაგრამ შენ თავად წყვეტ, უბრალოდ რთულ პერიოდში ჩავარდები თუ პირდაპირ საფლავში. მე საფლავში ჩავარდნას არ ვგეგმავ, ხომ გესმით? ფეხზე თავაწეული წამოვდგები, რადგან ვიცი, რამდენი შრომა მაქვს ჩადებული
სულ სხვა იქნებოდა, საქმისთვის სერიოზულად ყურება რომ შემეწყვიტა და ამის ფონზე წამეგო. ასეთ დროს საკუთარ თავთან თავს კარგად ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი
ჩემი ბრძოლა საკუთარ თავთანაა... მე არავის ვებრძვი და ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო საკუთარი თავის გარდა".