7 საათის და 2 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მოულოდნელი განცხადება! - კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურია საჯაროდ დაიცვა

ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

ბრძოლის შემდეგ "ელ მატადორის" შესახებ ცნობილმა მოკრივემ ტერენს კროუფორდმა კომენტარი გააკეთა.

"ეს ის ბიჭია, რომელიც ამბობდა, რომ მე და შაკურ სტივენსონს ერთდროულად დაგვამარცხებდა?"

საგულისხმოა, რომ კროუფორდის განცხადებას კონორ მაკგრეგორმა საჯაროდ უპასუხა.

"ილია MMA-ის ბრძოლაში დამარცხდა, სპორტში, რომელშიც შენ შესვლის გამბედაობაც არ გაქვს. ამ მარცხის შემდეგ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება", - ამბობს კონორი.

Facebook კომენტარები