7 საათის და 15 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"კონორი შენთან ჩხუბს მოითხოვს" - რა თქვა ალექსანდრე თოფურიამ თავის ძმაზე

როგორც მოგეხსენებათ, MMA-ში ზაფხულის ორი უმთავრესი მოვლენა UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიება და ლეგენდარული კონორ მაკგრეგორის დაბრუნებაა.

თეთრი სახლის ივეთის წინ ალექსანდრე თოფურიამ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"რამდენიმე დღის წინ ილიას ვუთხარი, რომ ილოცოს მაკგრეგორის გამარჯვებისთვის და როდესაც ამის მიზეზი მკითხა, მე ვუპასუხე: „თუ ჰოლოუეის მოუგებს, შენ მასთან უნდა იბრძოლო“. 

"ეს იქნება ძალიან საინტერესო ჩემთვის, მისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. უბრალოდ წარმოიდგინეთ - ამდენწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული კონორი ამარცხებს მაქსს… ის აუცილებლად მოითხოვს ილიასთან შეხვედრას", - თქვა ალექსანდრემ.

Facebook კომენტარები