4 საათის და 31 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"შეიძლება გაწვიმდეს, შეიძლება ჭექა-ქუხილი იყოს" - ჯო როგანის განცხადება

ცნობილმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა თავის ბოლო პოდკასტში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა. 

"ერთადერთი, რაც მაწუხებს ისაა, რომ ბრძოლა გარეთ ტარდება. ეს ბიჭები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვიან. 

"ილია თოფურია მხოლოდ ახლა კი არ არის ერთ-ერთი საუკეთესო, შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო იყოს მათ შორის, ვისაც ეს საქმე ოდესმე უკეთებია. 

"ძალიან დიდი შანსია, რომ ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესოდ დარჩეს. 

"ის იმდენად მაგარია, და ამ დროს უწევს თავისი ტიტულის, მსოფლიო ტიტულის დაცვა გარეთ, მწერების, ტენიანობისა და სიცხის ფონზე. 

"შეიძლება გაწვიმდეს, შეიძლება ჭექა-ქუხილი იყოს, ვინ იცის წინასწარ, რა იქნება... ივნისში, ვაშინგტონში ღია ცის ქვეშ ბრძოლის გამართვა სიგიჟეა", - თქვა ჯო როგანმა.

Facebook კომენტარები