ისლამ მახაჩევი მიიჩნევს, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს:
"გეიჯის ჩამოწერა მაინც არ შეიძლება. ის ძველი სკოლის, ბრძოლებში გამოწრთობილი მებრძოლია, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს. თუმცა, თოფურია უფრო ახალგაზრდაა და გულშემატკივრებისთვის ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება.
მჯერა, რომ ეს ბრძოლა სრულ დისტანციას ნამდვილად ვერ გასტანს და უფრო თოფურიას გამარჯვებისკენ ვიხრები".