გთავაზობთ ილია თოფურიას ერთ-ერთ ინტერვიუს:
ესპანელი ჟურნალისტი: "საიდან არის ილია თოფურია?"
ილია: "ჩემს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს. ამას ვერავინ შეცვლის, თუნდაც ათასი სიცოცხლე მქონდეს, ათასივე ცხოვრებაში ქართველობას ავირჩევდი. ჩემს ფესვებს არასდროს ვუღალატებდი."
ჟურნალისტი: "თუმცა შენ ვარჯიში ესპანეთში დაიწყე."
ილია: "კითხვებს ერთმანეთში ურევ. თუ მეკითხები, საიდან ვარ — მე ქართველი ვარ. ჩემი სპორტული კარიერა სხვა საკითხია."