23 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დანა უაითი ილია თოფურიასა და ჯოშ ჰოკიტის დაპირისპირებას გამოეხმაურა

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ილია თოფურიასა და ჯოშ ჰოკიტის დაპირისპირებას გამოეხმაურა:

"არ მინდა, რომელიმე ბიჭმა ტრავმა მიიღოს რაღაც სისულელის გამო, რომელიც საერთოდ არაფერს ნიშნავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი იმ მებრძოლებზე მიდის, რომლებიც ერთმანეთთან არასდროს იჩხუბებენ.

ილია თოფურია და ალექს პერეირა, ჩვეულებრივ, საკმაოდ მშვიდი ბიჭები არიან. ილია ხანდახან ფეთქდება ხოლმე, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდით. ისინი ერთ რიგში ისხდნენ და ვხედავ, შონ ომალი უკან იწევს, რა დროსაც ვფიქრობ: „ჯანდაბა! მეხუმრებით?“. ეს რეაქცია იმიტომ მაქვს, რომ ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ის იყო, აწონვებზე (ჩიმაევისა და სტრიკლენდის) რამე არ მომხდარიყო. სამომავლოდ ამისთვის მზად ვიქნებით. ესაა ბიზნესი, რომელშიც ვართ“.

Facebook კომენტარები