1 საათის და 36 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"სერიოზული და დისციპლინირებული ბიჭია" - პერეირას განცხადება თოფურიაზე

UFC-ის მებრძოლმა ალექს პერეირამ ქართველი ვარსკვლავის, ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მისი პროფესიონალიზმი განსაკუთრებულად შეაქო.

"ეჭვი არ მეპარება — აშკარაა, რომ ილია ძალიან თავდადებული სპორტსმენია. სერიოზული და დისციპლინირებული ბიჭია. ძალიან ძლიერი მებრძოლია.“

ბრაზილიელმა ასევე ყურადღება გაამახვილა თოფურიას ბოლო გამოსვლებზე:

„ყველამ ვნახეთ მისი ბოლო ბრძოლები და როგორ იბრძვის. ის ძალიან კარგადაა მომზადებული.“

პერეირას თქმით, თოფურიას მომავალი დაპირისპირება განსაკუთრებულ სანახაობად იქცევა:

„ვფიქრობ, გეიჯისთან ბრძოლაც შესანიშნავი დაპირისპირება იქნება. ილია ყველასთვის ფანტასტიკურ შოუს დადგამს", - თქვა ბრაზილიელმა.


Facebook კომენტარები