14 საათის და 4 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"შედეგი ყველასთვის ერთი იქნება" - ილია თოფურიას პასუხი ცარუკიანს

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ მის მომავალ ბრძოლაში დამზღვევად არმან ცარუკიანი იქნება დანიშნული.

„ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. მე აუცილებლად შევალ ოქტაგონში, რაც არ უნდა მოხდეს… შედეგი ყველასთვის ერთი იქნება.“

ქართველი ჩემპიონი ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ თავდაჯერებას და იმას, რომ მისი მთავარი ფოკუსი მხოლოდ ბრძოლაზეა და არა ოპონენტის ცვლილებაზე.

შეგახსენებთ, რომ "ელ მატადორს" შემდეგი ბრძოლა 15 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიებაზე ელის, სადაც მისი მეტოქე ლეგენდარული ჯასტინ გეიჯი იქნება.

Facebook კომენტარები