7 საათის და 11 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჩატარდება..” - დანა უაითი

ცოტა ხნის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც აშშ-ის პირველი პირის რეზიდენცია, „თეთრი სახლი“ უმასპინძლებს. 

UFC Freedom 250 ღია ცის ქვეშ გაიმართება და ორგანიზატორები ამინდის პროგნოზს უდიდესი ყურადღებით აკვირდებიან. 

Fox News-თან საუბრისას დენამ განაცხადა, რომ UFC სამხედროებთან ერთად მუშაობს, რათა ამინდის ფაქტორი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ორგანიზაცია ყველა შესაძლო ვარიანტისთვის ემზადება და არის შანსი, ღონისძიების დაწყების დრომ გადაიწიოს. 

„ღია სივრცეში ჩატარებული ღონისძიებები არ მიყვარს — გარეთ ყველაფერი ძალიან არაპროგნოზირებადია. ამაზე უკვე არაერთხელ გვისაუბრია: თუ წვიმა იქნება — მაინც ჩავატარებთ, თუ თოვლი იქნება — მაინც ჩავატარებთ. ერთადერთი, რაც შეგვაჩერებს, ელვაა. 

"ამ საკითხზე სამხედროებთან ერთად ვმუშაობთ. სამხედროებმა ამინდის პროგნოზი 10 დღით ადრე იციან და ღონისძიებამდე 10 დღით ადრე ყოველ ორ საათში მოგვაწვდიან ინფორმაციას, ხოლო 7 დღით ადრე — ყოველ ერთ საათში. ასევე, არის კომპანია, რომელიც იმავეს კონცერტების ორგანიზატორებისთვის აკეთებს და ისინიც მაღალ დონეზე მუშაობენ. 

"ერთადერთი, რაც პრობლემას გვიქმნის, ელვაა, ამიტომ ღონისძიება შეიძლება ორი საათით ადრე ან ორი საათით გვიან გადავწიოთ. ეს ყველაფერი ის საკითხებია, რაზეც ღონისძიების კვირაში ვიმუშავებთ, იმ ყველაფერთან ერთად, რაც პარალელურად გვექნება მოსაგვარებელი.", - თქვა დანა უაითმა.

Facebook კომენტარები