2 საათის და 3 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"თუ ადრე საშიში ვიყავი, ახლა ძალიან საშიში ვარ" - რას ამბობს ილია თოფურია

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ბოლო ბრძოლის შემდეგ საკუთარ მოტივაციაზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.

"ჩემ ცხოვრებაში პირველად შევალ ოქტაგონში ისე, რომ ჩემი ცხოვრება იმაზე არ იქნება დამოკიდებული, რა მოხდება იქ. 

"მადლობა ღმერთს, რომ მომცა სტაბილურობა - არც მე და არც ჩემს შვილებს არასოდეს არაფერი დაგვაკლდება.“

"ახლა სხვა ილიას ნახავთ. იხილავთ ‘ელ მატადორს’ არა 100%-ით, არამედ 200%-ით - ადამიანს, რომელიც ამ სპორტით უბრალოდ სიამოვნებას იღებს. 

"თუ ადრე საშიში ვიყავი, ახლა ძალიან საშიში ვარ", - თქვა ილია თოფურიამ.


Facebook კომენტარები