ნინა დრამამ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა:
„სერიოზული კითხვა მაქვს: ხალხს მართლა სჯერა, რომ UFC-ის მებრძოლებთან მძინავს? მესმის, რომ ხუმრობები მოსულა, მაგრამ მაინტერესებს, ადამიანებს ეს მართლა სჯერათ თუ არა. მე UFC-ის კონტენტ-კრეატორი ვარ... ვეხმარები მებრძოლებს პოპულარიზაციაში, ვიღებთ სკეტჩებს, ყოველ ინტერვიუში მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული მებრძოლის პიროვნება საუკეთესოდ წარმოვაჩინო, რათა ყველანი გავიზარდოთ და ფული გამოვიმუშაოთ.
მე საერთო სპონსორები მყავს შონ სტრიკლენდთან, მერაბ დვალიშვილთან, დიეგო ლოპესთან, არმან წარუკიანთან და ალექს პერეირასთან... ასე რომ, ხედავთ, როგორ ვიღებ მათთან ერთად უამრავ კონტენტს. ყველა ეს ბიჭი ჩემი მეგობარია, მაგრამ მათთან მარტო დასახვედრად არ დავრეკავდი.
და ბოლოს, ჩემი კაცი ჩემი ოპერატორი არ არის... ჩემი კაცი ჩემი კრეატიული დირექტორია. ეს დაიმახსოვრეთ! (იცინის)“