1 საათის და 31 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"პატივი ეცით ჩემს სახელს" - ალჯამეინ სტერლინგის განცხადება

26 აპრილს, ლას ვეგასში ალჯამეინ ალჯამეინ სტერლინგმა იუზუფ ზალალი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ, იამაიკელმა მებრძოლმა განცხადება გააკეთა.

"ზალალი ტოპ-დონის მეტოქეა. პირველ რაუნდში რამდენიმე ჯები გავატარე და სივრცეები შევნიშნე, ამიტომ მოთმინება შევინარჩუნე და ბრძოლის გეგმას მივყევი

"36 წლის ვარ და ვცდილობ, მწვერვალისკენ კიდევ ერთხელ ავიღო გეზი. 

"ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, მიხარია, რომ საკუთარი თავი გამოვცადე ისეთი რთული პროსპექტის წინააღმდეგ, რომელსაც ხვალვე შეუძლია ტიტულისთვის იბრძოლოს

"მოვსარი? ვოლკანოვსკი? ვინ არის შემდეგი?

"23 ბრძოლა UFC-ში და აქედან მხოლოდ 3 რეიტინგის მიღმა მყოფ მეტოქესთან. პატივი ეცით ჩემს სახელს", - თქვა ალჯომ.

Facebook კომენტარები