ილია თოფურია საცხოვრებლად ამერიკაში გადადის
ილია თოფურიამ სენსაციური განცხადება გააკეთა: ქართველ-ესპანელი მებრძოლი ესპანეთიდან აშშ-ში, კერძოდ მაიამიში გადასახლებას აპირებს.
თოფურია დატოვებს სახლს მადრიდის პრესტიჟულ რაიონში და გადასახლდება იქ, სადაც მისი ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი არიან.
ამის შესახებ MMA-ს ვარსკვლავმა კანადელ-ამერიკელი სპორტული ჟურნალისტის არიელ ჰელვანის შოუში განაცხადა.
თოფურიამ თქვა, რომ აშშ-ში ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლამდე კარგა ხნით ადრე მიემგზავრება. ბრძოლა 14 ივნისს თეთრ სახლშია დანიშნული. ვარსკვლავმა თქვა, რომ ის ამას დროში სხვაობასთან შეგუებისთვის აკეთებს, თუმცა როდის აპირებს ამერიკაში გადაბარგებას, არ დაუზუსტებია.
„შემდეგ ერთიდან სამ წლამდე პერიოდს მაიამიში ვიცხოვრებ’’ - უთხრა თოფურიამ ჰელვანის.
წყარო: სარბიელი