6 საათის და 3 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ჩემთვის იდეალური სცენარი ეს იქნება" - ისლამ მახაჩევის განცხადება

UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ისაუბრა.

"რატომ არ ჩაინიშნა ჩემი და ისლამის ჩხუბი თეთრ სახლში? არ ვიცი, დეტალურად რა მოხდა. ვიცი, რომ როდესაც პირველი სატელეფონო ზარი მივიღე, ორი ვარიანტი მქონდა: ისლამ მახაჩევი და ჯასტინ გეიჯი. მახაჩევი ავირჩიეთ, მაგრამ ღონისძიების ბრძოლების ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, შუაღამეს დამირეკეს, გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ისლამმა ხელის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც გეიჯის ვარიანტი დარჩა. 

"ესაა ყველაფერი, რაც პირადად ვიცი. ჩემი იდეალური სცენარი მსუბუქი წონის ტიტულის დაცვა და შემდეგ ქვესაშუალო წონაში მესამე საჩემპიონო ქამრის მოპოვებაა, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება.

"ისლამთან მიმართებით, მსოფლიოს შოკში ჩასაგდებად მისი საბმიშენით დამარცხებაა საჭირო. ჩემი აზრით, სწორედ ეს მოხდება. პარტერში გადავიყვან და საბმიშენით მოვუგებ. ვიცი, რომ შეიძლება, ეს უცნაურად ჟღერდეს და გიჩნდებოდეს შეკითხვა — ამას როგორ ვიზამ, მაგრამ არ გაგიკვირდეს, როდესაც ეს მოხდება. 

"მახაჩევი მაგარია, ვოლკიც მაგარია, ჩარლზიც მაგარია, ჯასტინიც მაგარია, მაქსიც მაგარია, მაგრამ მე საერთოდ სხვა დონე ვარ", - თქვა თოფურიამ.

Facebook კომენტარები