UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, "ქართველმა მანქანამ" ილია თოფურიასა და არმა ცარუკიანზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, არმანი ვერ შეძლებს ილიას წაქცევას. ილიას კი მისი დანოკაუტებს შეუძლია", - თქვა მერაბმა.
აქვე გეტყვით, რომ თოფურია შემდეგ ბრძოლას თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.