1 საათის და 49 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"დავიღალე ამ ისტორიებით" - მახაჩევის განცხადება თოფურიაზე

ისლამ მახაჩევი X-ზე გამოეხმაურა ილია თოფურიას მედია-გამოსვლას ესპანეთში, სადაც ილიამ თქვა, რომ ბრძოლის გამოცხადების წინა ღამეს დაძინებისას ეგონა, თეთრ სახლში ისლამთან იჩხუბებოდა

"დავიღალე თოფურიასა და მისი გუნდისგან გამოგონილი ისტორიების მოსმენით. დამირეკეს და დავთანხმდი თეთრ სახლში ბრძოლას. 

"მეორე დღეს მითხრეს, რომ მან არარეალური ანაზღაურება მოითხოვა. UFC-მ უარი განუცხადა და ის ბრძოლიდან ჩაეხსნა. 

"სულ ეს არის, მეტი არაფერი მომხდარა. ეს მისმა მენეჯერმაც კი დაადასტურა

"ილია, შეწყვიტე ლაპარაკი. ყველა შენს ინტერვიუში სხვადასხვა ისტორიას ყვები. შენ ჩაეხსენი ბრძოლას და ეს თავადაც იცი", - თქვა მახაჩევმა.

Facebook კომენტარები