ილია თოფურიას თქმით, მისი დღევანდელი დიდი წარმატება 14 წლის საკუთარი თავის დამსახურებაა:
"სინამდვილეში, იმ ილიასთვის ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან სწორედ იმ 14 წლის ილიამ მომიყვანა იქ, სადაც დღეს ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ ის, თუ სად ვართ დღეს, ჩვენი წარსულისა და წარსულში ჩადენილი ქმედებების ანარეკლია, იმ 14 წლის ილიამ კი სწორად იაზროვნა და კარგი ნაბიჯები გადადგა
ერთადერთი, რასაც ალბათ ვეტყოდი, ის არის, რომ ზოგჯერ იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე საჭირო იყო. ზოგჯერ იმაზე მეტად ვიტანჯებოდი, ვიდრე უნდა ვყოფილიყავი, და შესაძლოა, მანაც მითხრას, რომ ასე ძალიან არ ვინერვიულო, დავტკბე თითოეული გამოცდილებით და რომ ყველაფერი ჩაივლის".