UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან ორგანიზაიციის მთავარი ვარსკვლავი დაასახელა:
"UFC-ის მთავარი სახე ვინ არის? ალექს პერეირა უდიდესი ვარსკვლავია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ილია თოფურიაც. ჯონ ჯონსი კვლავ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება, ხოლო ამანდა ნუნიესი ბრუნდება - ქალი მებრძოლი, რომელსაც ბევრი ყველა დროის საუკეთესოდ მიიჩნევს", - თქვა დანა უაითმა.