UFC-ს ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ვფიქრობ, 77 კილოგრამში ბევრი საშიში მებრძოლია. გასაკუთრებით დამრტყმელები. მაგალითად მორალესი, ყველა თავისი დარტყმით მეტოქეებს აძინებს.
"თუ მოწინააღმდეგის წინ დადგები და დარტყმებს მიიღებ, ყველა საშიში იქნება. თუმცა, არ მგონია რომ თოფურია ისეთივე საშიში იქნება 77-ში, როგორიც 70 კილოშია.
"მიზეზი ისაა, რომ ზომა, წონა და სიმაღლე განსხვავებულია. ნებისმიერი ქვესაშუალო წონის მებრძოლისთვის თოფურიასთან ჩხუბი მარტივი იქნება.
"ქვესაშუალო წონაში ილიასგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვგრძნობ", - თქვა მახაჩევმა.