5 საათის და წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

არმან ცარუკიანის განცხადება - მე რუსი მებრძოლი ვარ, სომხეთში დავიბადე, თუმცა... - რას ამბობს ცარუკიანი

არმან ცარუკიანის განცხახდება: 

მე რუსი მებრძოლი ვარ, რომელიც სომხეთს წარმოადგენს. როცა კონტრაქტი გამიფორმეს, მითხრეს, რომ სომხეთის სახელით უნდა მეჭიდავა.

ქვეყნის წარმომადგენლად ყოფნისთვის მოქალაქეობაც კი არ არის აუცილებელი. UFC-ში თითოეულ ბრძოლაში შეგიძლია სხვადასხვა ქვეყანა წარმოადგინო.

ამიტომ პირობა დამიყენეს — თუ სომხეთს წარმოვადგენდი, მაშინ გამიფორმებდნენ კონტრაქტს. ვუთხარი, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა: თუ ტიტულს მოვიგებდი, ის მაინც რუსეთში დარჩებოდა, რადგან აქ ვცხოვრობ და ვვარჯიშობ.

სომხეთი ჩემი ისტორიული სამშობლოა, ჩემი ფესვები იქიდან მოდის. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ — ბოლოს და ბოლოს, ყველანი საბჭოთა კავშირიდან ვართ.

Facebook კომენტარები