ლაშა გურული La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა.
"შემიძლია ვთქვა, რომ 100%-ით მზად ვარ. ამ ბრძოლას ისე ვუყურებ, როგორც საჩემპიონოს — ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა.
"რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, ის ლონდონში ჩემს კუთხეში იყო, ამ ბრძოლაზე ალექსანდრე არ იქნება, რადგან ახლა ძალიან დაკავებულია", - თქვა გურულმა.
შეგახსენებთ, ლაშა გურული პროფესიულ კრივში მორიგ ბრძოლას 7 თებერვალს ლივერპულში გამართავს