ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ის ნახევარმცველით, ვიტინიათი მადრიდის „რეალი“ დაინტერესდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი და პარიზული კლუბი შესაძლო ტრანსფერს წინააღმდეგობას არ უწევენ.
გამოცემა Defensa Central იუწყება, რომ პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კლუბის ხელმძღვანელობას მკაცრი პოზიცია დაუფიქსირა — თუ ვიტინიას გაყიდვა მოხდება, ის გუნდს დატოვებს.
ვიტინიას „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.