2 დღის და 4 საათის წინ
Giorgi Chanturia
Aa

VIDEO: არის - ეთერ ლიპარტელიანი ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

იაპონიის დედაქალაქში ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყო.

მამაკაცთა შორის -100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ილია სულამანიძე. ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონს, რუს მატვეი კანიკოვსკის სძლია და ოქროს მედლისთვის იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილი (-90კგ). მსოფლიოს ჩემპიონი ლიპარტელიანი ფრანგ სარა ლეონი სისიკის შეხვდება, ხოლო ჯაბნიაშვილის მეტოქე იტალიელი ტიციანო ფალკონე იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები