საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილის მიმდინარე სეზონში არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ნაკრებშიც და კლუბშიც მიაღწია ყველასთვის ცნობილ წარმატებებს.
გამოცემა "MARCA" იუწყება, რომ "ღამურებს" ქართველის გაყიდვა სურთ, მათი აზრით ფინანსური კრიზისის დასასრულებლად მამარდას სარფიანად გაყიდვა კარგი იდეაა
გიოს ტრანსფერზე წინა წელსაც აქტიურად იწერებოდა, თუმცა როგორც ირკვევა მომავალ ზაფხულს კლუბის შეცვლა გარდაუვალია.
წყაროს ცნობით, "ვალენსია" მამარდას საწყის ფასად 35 მილიონ ევროს ასახელებს, რაც წინა წელს დასახელებულ თანხაზე 10 მილიონით მეტია.
შარშან მამარდაში 25 მილიონი ევროს გადახდა არავინ ისურვა, თუმცა გიორგიმ დაამტკიცა, რომ ეს თანხა შესაბამისზე დაბალია და ახლა ის 35 მილიონად იყიდება.
ჯერ-ჯერობით მსურველთა სია უცნობია, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ქართველის საყიდლად გრანდები იბრძოლებენ.