10 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

"ხალხს უნდა, რომ ვოლკანოვსკი სცემოს და ახალი ჩემპიონი გახდეს" - სტივ გარსია თოფურიაზე

ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაპირისპირებამდე ცოტა დრო რჩება. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით MMA-ს გულშემატკივართა აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ზოგი თვლის, რომ ვოლკანოვსკი საჩემპიონო ქამარს დაიცავს და თოფურიას პირველ მარცხსაც ვიხილავთ, ზოგიერთი კი ქართველის ჩემპიონობას წინასწარმეტყველებს.

UFC-ის მოქმედი მებრძოლის სტივ გარსიას თქმით, ავსტრალიელი ჩემპიონი თოფურიას მარტივად დაამარცხებს.

თოფურია დივიზიონში ახალი სისხლია. ხალხს უნდა, რომ ვოლკანოვსკი სცემოს და ახალი ჩემპიონი გახდეს. ვეჭვობ, რომ ილიას ამის გაკეთება შეუძლია. ვოლკანოვსკის შეტევითი უნარები არც ისე სახარბიელოა, თუმცა, მას საბრძოლო ნიჭი აქვს. ის ძალიან შრომისმოყვარეა და ბევრი მოკრივეც დაუმარცხებია. არც ვიცი მას ვინ დაამარცხებს. მაგრამ, ის აზრი, რომ თოფურიას მის წინააღმდეგ გამარჯვება შეუძლია, სწორი მგონია, - განაცხადა გარსიამ.

Inside Fighting-თან საუბრისას გარსიამ ილიას სავარაუდო მომავალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი მაქს ჰოლოვეის უნდა დაუპირისპირდეს.

თუ თოფურია მოიგებს ყველანაირი კითხვა გაქრება. მაქს ჰოლოვეი აუცილებლად მიიღებს საჩემპიონო ბრძოლას. ჩემი აზრით, ილიასა და ჰოლოვეის დაპირისპირება შედგება. ხალხს მაქსი ძალიან უყვარს და ორგანიზაციისთვისაც მომგებიანი იქნება. იმ შემთხვევაში თუ "ვოლკი" ილიასთან ბრძოლას ჩაეხსნა, მას აუცილებლად მაქსი ჩაანაცვლებს, - ამბობს სტივ გარსია.

შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და ივენთის მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

Facebook კომენტარები