როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია 18 თებერვალს ალექსანდერ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კოდი გარბარნდტმა ილიას რჩევა მისცა:
ძალიან მომწონს ილია, ის ჩინებული მებრძოლია. თოფურიას კარიერა სწორად მიჰყავს, იწვევს მეტოქეებს და მათ წინააღმდეგ მშვენიერ ბრძოლებსაც აჩვენებს. მის საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.
ილიასა და ვოლკანოვსკის შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდება. ავსტრალიელს ილიას მსგავსად ფენომენალურ დონეხე ჰყავს აყვანილი ყველა ასპექტი.
ქამრის ფლობა ნიშნავს, რომ მისი დაკარგვა არ გინდა, სულ გამარჯვებები გსურს და ეს შიგნიდან გწვავს. არავის სურს ჩემპიონის სტატუსის დაკარგვა, რადგან ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს მას ვეღარასოდეს დაიბრუნებ.
ამ ბრძოლას განსაკუთრებით საინტერესოს ის ხდის, რომ ვოლკანოვსკი ბოლო მატჩში ნოკაუტით დამარცხდა.
რა რჩევას მივცემდი ილიას? არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ის იყოს, ვინც არის და არავის მისცეს უფლებას შეცვალოს. წინ სატიტულო ბრძოლა აქვს, ქვესაშუალო წონის მსოფლიოს საუკეთესო ათლეტთან, ამიტომ უნდა გავიდეს და მთელი პროცესით სიამოვნება მიიღოს.
დრო ძალიან სწრაფად გადის, ბრძოლის კვირეული, მედიის დღეები მალე გაირბენს და მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ამ ყველაფერმა სიამოვნება მიანიჭოს, - განაცხადა გარბარბნდტმა.
ცნობისთვის, ილიამ ბოლო ბრძოლა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ მოიგო.