"Transfermarkt"-მა სოციალურ მედიაში ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ტოპ 10-ეული გამოქვეყნა.
ჩვენდა საამაყოდ ამ სიაში პირველ ადგილს, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იკავებს.
მამარდა მიმდინარე სეზონში ძალიან დამაჯრებელად გამოიყურება, მისი გუნდი ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა, რაც მეტწილად მისი დამსახურებაა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ქართველი "ზამორას" ჯილდოსთვისაც იბრძვის, სადაც მის წინ მხოლოდ 2 მეკარეა.
გიორგის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა, მისი უახლოესი მდევრები: ტიბო კურტუა, იან ობლაკი და ტერ-შტეგენი კი 30 მილიონ ევროდ არიან შეფასებულნი.
სრული სია ასე გამოიყურება: