2 დღის და 20 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

ვითარება მძიმედაა - გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმაზე ალაპარაკდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ფეხის ტრავმის გამო უკვე რამდენიმე თვეა ვერ ეხმარება საკუთარ კლუბსა და ეროვნულ გუნდს.

ქართველი ფეხბურთელის ტრავმა იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. თავად ჩაკვეტაძემაც დაადასტურა, რომ ფეხის ცერა თითი აქვს მოტეხილი:

“ფეხის ცერა თითის მოტეხილობა მქონდა. რთულია, როცა ოთხი-ხუთი თვე არ თამაშობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოედანზე დაბრუნებას მალევე შევძლებ.

უოტფორდში მთელი გუნდი ჩემ გვერდითაა, ისინი ძალიან მეხმარებიან. ყოველდღიურად ფიზიოთერაპიის კურსს გავდივართ და სპორტდარბაზში ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო”, – განაცხადა გიორგიმ.



Facebook კომენტარები