14 სექტემბერს რუსეთის ქალაქ ორსკში №38 საშუალო სკოლის საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა და მიწისქვეშა პარკინგზე ჩავარდა. საბედნიეროდ, უქმე დღე იყო და არავინ დაშავებულა.
Sport Baza-ს ინფორმაციით, პარკინგი ეკუთვნის სკოლის ყოფილ ფიზკულტურის მასწავლებელ ვლადიმერ პიგოლევს, რომელიც Mercedes-Benz G-Klasse-სა და სხვა მანქანების მფლობელია და „სოიუზსტროის“ ხელმძღვანელობს. ეს კომპანია 2019 წლიდან რეგულარულად იღებს გზების შეკეთების სახელმწიფო შეკვეთებს.