4 თვის და 2 კვირის უკან
Lela Kvinikadze
Aa

"ტულონში" ტრანსფერი წინ გადადგმული ნაბიჯია", - ვასილ ლობჟანიძის პირველი ინტერვიუ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვასილ ლობჟანიძე "ტულონში" გადასვლის შემდეგ პირველ კომენტარს კლუბის პრესსამსახურთან აკეთებს და გუნდში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.

"ბრივიდან" წასვლის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. ამ კლუბში 8 წელი გავატარე. 19 წლის ვიყავი როცა აქ ჩამოვედი, იქ გავიზარდე და დღემდე ბევრი მეგობარი მყავს. 

"ტულონში" გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველა მოთამაშისთვის მთავარი მოედანზე ყოფნა და თამაშია. მეც ზუსტად ეს მინდა. 

აქ თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა. მსურს ამ კლუბს დავეხმარო და როგორც მოთამაშე გავიზარდო. პირველად მექნება შესაძლებლობა, რომ ამდენ საერთაშორისო მორაგბესთან ერთად ვიმუშაო, - ამბობს ლობჟანიძე.

შეგახსენებთ, რომ ვასილ ლობჟანიძე "ბრივში" 2016 წელს გადავიდა და ამ დრომდე ჩატარებულ 106 შეხვედრაში 50 ქულის მოპოვება შეძლო. 27 წლის მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 87 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი 88 ქულით გამოიჩინა.

Facebook კომენტარები