4 თვის და 1 კვირის უკან
Lela Kvinikadze
Aa

ნინიაშვილი წლის 50 რჩეულ მორაგბეში მოხვდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ლიონის მოთამაშე, დავით ნინიაშვილი PlanetRugby-ს წლის 50 რჩეულ მორაგბეში მოხვდა. ბრიტანულმა გამოცემამ ქართველი მორაგბე შეაქო და აღნიშნა, რომ ლიონმა ძალიან მაგარი მორაგბე შეიძინა, რომლის ფასიც კარგად იციან.

საქართველოს ნაკრების სწრაფი უკანახაზელი გამორჩეული მორაგბე იყო ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლუკა მატკავასთან ერთად მაგარ დუეტს ქმნიდა. ჯერ კიდევ 21 წლისაა, მას ნაკრებში 24 მატჩში უვკე 48 ქულა დაუგროვდა. ლიონში ძალიან კარგად ესმით და იციან, თუ როგორი დონის მორაგბე დაიმატეს. ფრანგულმა მიდი ოლიმპიკმა ის 2023 წლის მარტში წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ დაასახელა, - წერს პლანეტრაგბი.

შეგახსენებთ, რომ დავით ნინიაშვილმა ამ სეზონში ლიონის მაისურით უკვე 3 ლელო გაიტანა. მან თავი ორჯერ კლერმონთან გამოიჩინა, ხოლო ერთი ლელო ოიონასთან გაიტანა. ქართველმა მორაგბემ მსოფლიო თასზეც გამოიჩინა თავი უელსის წინააღმდეგ.

Facebook კომენტარები