"ბარსელონამ" ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციაზე იკითხა, - იუწყება Diario AS.
"ლურჯ-ბროწეულისფერთ" სურდათ გაეგოთ, თუ როგორი გახლდათ 23 წლის გარემარბის მდგომარეობა "ნაპოლიში".
წყაროს თანახმად, კატალონიელებმა პასუხად მიიღეს, რომ "პარტენოპეი" მომდევნო სეზონში გუნდის აწყობას სწორედ ხვიჩას გარშემო გეგმავს.
მეტ ცნობას Diario AS-ი არ გვაწვდის.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველი ვარსკვლავი "ბლაუგრანას" დაუკავშირეს. ზაფხულში "ბარსა" მარცხენა გარემარბის დამატებას აუცილებლად ეცდება, კვარა კი მათ სიაში ერთ-ერთი მოწინავეა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში ხვიჩას ანგარიშზე 10 გოლი და 6 ასისტია.