როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 30-ე ტურში "ვალენსიამ" "გრანადა" 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ "ღამურების" კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა და ამავდროულად თავი რამდენიმე სეივითაც გამოიჩინა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქართველმა კიპერმა აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი მაღალი შეფასება მიიღო.
ცნობილმა ვებგვერდმა, "SofaScore"-მა გიორგის თამაში 7.4 ქულით შეაფასა.
აქვე გეტყვით, რომ "ვალენსიას" შემდეგი მატჩი 15 აპრილს "ოსასუნას" წინააღმდეგ ელის.