როგორც მოგეხსენებათ, ანდრეი ლუნინს მადრიდის "რეალთან"კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მხარეებს შორის იყოს გარკვეული კითხვის ნიშნები, რადგან უკრაინელს, ტიბო კურტუას დაბრუნების შემდეგ, სათამაშო დროის გარატნია არ აქვს.
ახალგაზრდა კარის დარაჯითვის კი მთავარი პრაქტიკაა.
"relevo" იუწყება, ლუნინსა და "ბლანკოსს" შორის შეთანხმება შედგა, უკრაინელი კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
როგორც ჩანს, სამეფო კლუბი უკრაინელზე დიდ იმედებს ამყარებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ გამოჯანმრთელებული კურტუა კვლავ დაშავდა და ამჯერად 2 თვეს იუქმებს. მისი მომავალი უცნობია.